ოქმი N 4
2016 წლის 3 აპრილს შეიკრიბა საბუნებისმეტყველო
კათედრის წევრები. მათ განიხილეს ციალა განიხილეს ცხოვრებაძის გაკვეთილი, რომლის თემაა ,, გარემო, ადამიანი და ეკოლოგიური რობლემები'' კრიტერიუმები: ა) მოსწავლეთა ჩართულობა ბ)პრეზენტაცია გ) წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი დ) მოსწავლებს შორის ურთიერთდაოკიდებულება ე)მასწავლებლისა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა ვ) შეფასების კრიტერიუმების სწორად შერჩევა და გამოყენება აღინიშნა:იგრძნობოდა მასწავლებლის პროფესიონალიზმი, მოსწავლეები მოტივირებული, ჩართულები იყვნენ, ფლობდნენ პრეზენტაციის ხელოვნებას, მათ ჯგუფებში წარმოადგინეს საკმაოდ რთული ნამუშევრები, თუმცა არ გაჭირვებიათ მეცნიერული მსჯელობა, დასაბუთება, კავშირები სხვადასხვა მცნებებთან და მოვლენებთან. იყენებდნენ ტექნიკურ საშუალებას--კომპიუტერს მიზნობრივად. მოსწავლეებს შორის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს ქმნიდა, მასწავლებელსა და კლასს შორის სრული ბალანსი იგრძნობოდა, მისაღებია, რომ მასწავლებელმა გამოიყენა თვითშეფასების კრიტერიუმი, დროში ჩაეტია, ვფიქრობ მოგვცა მაგალითი. ვფიქრობ მე-6 კლასისთვის მასალა იყო ტევადი, მაგრამ უნაკლოდ გაართვეს თავი, რაც მისასალმებელია. კათედრის წევრები და გაკვეთილზე დამსწრე მოწვეული სტუმრები: ნ. მაქარაშვილი, ი.სურგულაია, რ. დვალიშვილი
No comments:
Post a Comment